თანხის დაბრუნების პოლიტიკა
გვსურს, კმაყოფილი დარჩეთ Batch Layout Generator Pro-ით. თუ პროდუქტი არ დააკმაყოფილებს თქვენს მოლოდინს, შეგიძლიათ მოითხოვოთ თანხის სრული დაბრუნება შეძენიდან 14 დღის განმავლობაში.
14-დღიანი თანხის დაბრუნების გარანტია
- დაბრუნების მოთხოვნა უნდა გაკეთდეს შეძენიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში.
- დაბრუნება მოიცავს მიმდინარე სააბონემენტო პერიოდისთვის გადახდილ თანხას.
- თანხის დაბრუნების შემდეგ შესაბამისი სალიცენზიო გასაღები დეაქტივირდება და პროგრამის გამოყენება აღარ იქნება შესაძლებელი.
როგორ მოვითხოვოთ დაბრუნება
მოგვწერეთ beka@greenroadgroup.com.ge შეკვეთის ნომრის მითითებით, იმავე ელ. ფოსტიდან, რომლითაც შეძენა განხორციელდა. თანხის დაბრუნებას ამუშავებს ჩვენი რესელერი 2Checkout (Verifone) იმავე გადახდის საშუალებაზე. თანხის ასახვას შესაძლოა რამდენიმე სამუშაო დღე დასჭირდეს.
სააბონემენტოს განახლება
სააბონემენტო ყოველწლიურად ახლდება. შეგიძლიათ ნებისმიერ დროს გააუქმოთ მომავალი ჩამოჭრები; გაუქმების შემდეგ ლიცენზია ძალაშია გადახდილი პერიოდის დასრულებამდე.